არქიტექტურულ ი გადაწყვეტები, შექმნილი თქვენი ცხოვრების სტილისთვის
ჩვენ გთავაზობთ არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას და ვქმნით გამორჩეულ სივრცეებს, რომლებიც სრულად ასახავს თქვენს ხედვასა და ცხოვრების სტილს. ინოვაციური 3D-ვიზუალიზაციის დახმარებით, თქვენ შეძლებთ წინასწარ იხილოთ საბოლოო შედეგი სამუშაოების დაწყებამდე. დაიწყეთ ეს გზა უფასო პირველადი კონსულტაციით.


მე ვაპროექტებ სივრცეებს, რომლებიც ერთდროულად ფუნქციურიცაა და ესთეტიკურად მიმზიდველიც. მუშაობისას ვიყენებ საუკეთესო პრაქტიკას ფორმების კომპოზიციასა და ტექნიკურ გადაწყვეტებში, თქვენი საჭიროებებისა და რესურსების სრული გათვალისწინებით.
ჩემი საქმიანობის მთავარი ღირებულება თითოეულ პროექტში პირადი ჩართულობა და ისეთი სამუშაო პროცესის შექმნაა, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტიული, არამედ სასიამოვნოც იქნება. ერთად ჩვენ შევქმნით სივრცეს, რომელიც ზუსტად ასახავს თქვენს ხედვას და გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრების სტილს ან ბიზნესს.
გამარჯობა, მე ვარ უჩა — არქიტექტორი, რომლისთვისაც მთავარი ფუნქციური და შთამაგონებელი სივრცეების შექმნაა. 2012 წლიდან ვქმნი გამორჩეულ პროექტებს, სადაც კრეატიულობა პრაქტიკულ გადაწყვეტებს ერწყმის.
ნამუშევრები
გალერეაში წარმოდგენლი რამოდენიმე სახასიათო პტოექტი.


















